2026 წლის 19–21 ოქტომბერს, სსიპ კოლეჯ „მერმისის“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით, კოლეჯის შერჩეულმა წარმომადგენლებმა: ლალი ბეშკენაძემ, თინათინ დოლიძემ, ეკა თაბუაშვილმა და დარეჯან თედორაძემ მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული MÖBIUS პროექტის დასკვნით საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკაში გაიმართა.
კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, გაზიარდა პროფესიული განათლების სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განიხილეს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარების გზები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
კოლეჯ „მერმისისთვის“ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პროფესიული კავშირების გასაძლიერებლად, საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გასაცნობად. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობები და მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს კოლეჯის შემდგომ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.
კოლეჯის საერთაშორისო ინიციატივებში ჩართულობა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა კოლეჯის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული განათლების სფეროში ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.
პროექტი MÖBIUS დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.,
#MermisiCollege #MÖBIUS #ErasmusPlus #პროფესიულიგანათლება #საერთაშორისოთანამშრომლობა


