სსიპ კოლეჯის „მერმისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
„კულინარიის ხელოვნება“ პროფესიული სტუდენტები საბა გრიგალაშვილი და
ნიკოლოზ ნამგალაძე 11-14 ნოემბერს პროექტის “იდეათონი”-ს ფარგლებში
იმყოფებოდნენ მოლდოვეთის რესპუბლიკაში ქ. კიშინიოვში.
პროექტი ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოსთან
თანამშრომლობით, Erasmus+ პროექტი: ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროფესიული
განათლების სფეროში (INVEsT in You: Promote International Traineeship Programs
for Armenian, Georgian, and Moldovan students in Central Europe. IN-VET).
იდეათონი” წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც მონაწილე
სტუდენტები გამოიმუშავებენ ინოვაციური იდეებს სხვადასხვა სფეროში –
ტექნოლოგიები, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, სოციალური განვითარება და ა.შ.