სსიპ – კოლეჯში “მერმისი” ყაზახეთის რესპუბლიკის ეკოლოგიური, საინჟინრო
და პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით სტუმრად
იმყოფებოდნენ ყაზახეთის წამყვანი კოლეჯების დირექტორები და
ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ყაზახეთის დელეგაცია გაცნობოდა
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს
კოლეჯის „მერმისი“ მაგალითზე.
ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა და ყაზახეთი
ხუთი კოლეჯის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმს. აღნიშნული კოლეჯებია: ტრანსპორტისა და კომუნიკაციების
უმაღლესი კოლეჯი, სერვისისა და ტურიზმის კოლეჯი, თანამედროვე
ჰუმანიტარულ-ტექნიკური კოლეჯი, მერკენსკის კოლეჯი, აკმოლინსკის
რაიონის ქ. კოკშეტაუს უმაღლესი ტექნიკური კოლეჯი.
ვიზიტის დროს სტუმრები გაეცნენ კოლეჯში განხორციელებულ პროფესიულ
საგანმანათლებლო და მომზადება/გადამზადების პროგრამებს, დაისახა
შემდგომი თანამშრომლობის გზები.