სსიპ კოლეჯ „მერმისს“ უნგრეთის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების — Hevesi Vocational Training Centre-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.
კოლეჯის დირექტორმა, ნონა ღუდუშაურმა, სტუმრებს დაათვალიერებინა კოლეჯი და გააცნო სასწავლო გარემო. კოლეჯის წარმომადგენელმა კი პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრა კოლეჯის საქმიანობის, განხორციელებული აქტივობებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული განათლების დეპარტამენტის პარტნიორობისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს წარმომადგენელმა, მაკო ენუქიძემ, სტუმრებს გააცნო ინფორმაცია საქართველოში პროფესიული განათლების სისტემისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.
ვიზიტის მიზანს ქართული პროფესიული განათლების სფეროში არსებული წარმატებული პრაქტიკის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარებას.



