ტრანსრეგიონული დაინტერესებულ მხარეთა სამიტი გაიმართა ბრიუსელში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის MÖBIUS ფარგლებში.
🇬🇪 საქართველო წარმოდგენილი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უნარების სააგენტოსა და კოლეჯ „მერმისის“ დელეგატებით.
🎯 ძირითადი მიზანი:
ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება განათლების სფეროში, პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის განმტკიცება და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა.
🤝 სამიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებიც ფოკუსირებული იყო შემდეგ მიმართულებებზე:
●რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება
●განათლებისა და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება
●საერთო ხედვისა და სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბება
მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ევროპის პარლამენტი. 📚 პროექტის შესახებ:
MÖBIUS – პროფესიულ განათლებაში ტრანსრეგიონული წარმომადგენლობა და თანამშრომლობა – ხორციელდება 2025 წლიდან უნგრეთის, სომხეთისა და მოლდოვის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია პროფესიული განათლების სფეროში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება.

