სსიპ კოლეჯ „მერმისის“ წარმომადგენლის სტატუსით, მქონდა პატივი მონაწილეობა მიმეღო Erasmus+-ის მიერ დაფინანსებული პროექტის — „INVEsT in you: Promote International Traineeship Programs for Armenian, Georgian and Moldovan Students in Central Europe (IN-VET)” — დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ბუდაპეშტში, უნგრეთში, 2025 წლის 6–9 ნოემბერს.
აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. სამიტმა მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნა პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის, დისკუსიის გაღრმავებისა და ახალი სასწავლო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც მიზნად ისახავს სტუდენტების დასაქმებადობისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერებას.
ამ მაღალი დონის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას კოლეჯ „მერმისისთვის“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლეჯის ერთგულებას ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიური ჩართულობის მიმართ. აღნიშნული მონაწილეობა ასევე ასახავს კოლეჯის უწყვეტ ძალისხმევას სტუდენტებისა და პერსონალისთვის ხარისხიანი მობილობის შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით, პარტნიორობების გაძლიერებისა და პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
