სსიპ კოლეჯში „მერმისი“ ევროპული განათლების გამოცდილების
გაზიარების, პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და
სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით ვიზიტით
იმყოფებოდა SES გერმანელი ექსპერტი “კულინარიის ხელოვნების”
პროგრამის მიმართულებით იურგენ აუთენრითი.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კულინარიის ხელოვნება“
განხორციელებაში ჩართულ მასწავლებლებს და პროფესიულ სტუდენტებს
გააცნო ევროპული სწავლების მეთოდები, დაესწრო თეორიულ და
პრაქტიკულ მეცადინეობებს, ჩაატარა მასტერკლასი.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტმა SES-ის ექსპერტმა იურგენ აუთენრითმა
კოლეჯის თანამშრომლებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა ინფორმაცია
ჯანსაღი კვების თავისებურებებისა და უპირატესობების შესახებ


