სსიპ კოლეჯმა “მერმისი” მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ პროფესიული უნარების
სააგანტოს მიერ ორგანიზებულ პროფესიული განათლების საერთაშორისო
კვირეულში. კვირეულის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, ვორქშოპები,
პანელური დისკუსიები, მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც მხარეები ერთმანეთს
გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის
შესაძლებლობები. რაც თავის მხრივ, ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობის
პრაქტიკას უყალიბებს და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას
უწყობს ხელს.
კვირეულში მონაწილეობდა ათი ქვეყნის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია,
ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთის
პროფესიული განათლების წარმომადგენლები.