ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით 2025 წლის 26 იანვრიდან
1 თებერვლის ჩათვლით გერმანიის ქ. გროს გერაუში განხორციელდა
საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი საქართველოში მოქმედი კოლეჯების
ადმინისტრაციული პერსონალისთვის. სასწავლო ვიზიტს მასპინძლობდა ჰესენის
უწყვეტი პროფესიული განათლების და მომზადების ინსტიტუტი (HLIT).
ვიზიტში მონაწილეობა მიიღო სსიპ კოლეჯის „მერმისი“ სასწავლო პროცესის
მენეჯერმა მაია დანელიამ. ვიზიტი მიზნად ისახავდა საერთაშორისო
გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული განათლების ხარისხის კიდევ
უფრო გაუმჯობესებას. ვიზიტის ფარგლებში გაეცნო ფრანკფურტის, მაინცის,
დარმშტადტის პროფესიული სკოლების მაგალითზე გერმანიის პროფესიული
განათლების დუალურ სისტემას, სავაჭრო პალატის და კომპანიების როლს
პროფესიულ განათლებაში, სკოლის მართვის პრინციპებს, პროფესიული
განათლების პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ მიდგომებს, ინოვაციური
მეთოდების, მათ შორის დიჯიტალიზაციის როლს სწავლებაში, სტუდენტურ
სერვისებს და სხვა საკითხებს.

