მერმისი

პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტიიტალიაში

პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტიიტალიაში

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების – „სასტუმრო მომსახურება“ და
„სარესტორნო მომსახურება“ – პროფესიული განათლების მასწავლებლები,
თინათინ დოლიძე და იულია გომურიშვილი, 2026 წლის 22-28 თებერვალს,
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ იტალიაში,
ქალაქ სპოლეტოში, სტუმართმასპინძლობის ინსტიტუტში IPSEOASC Alberghiero
“Giancarlo De Carolis” Spoleto.
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პროფესიული გამოცდილების გაზიარება და
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, როგორც სტუდენტთა, ასევე
პროფესიული განათლების მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების
განვითარების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ინსტიტუტის
დირექტორთან, Erasmus+ პროგრამის კოორდინატორთან და პროფესიულ
მასწავლებლებთან. შეხვედრების დროს განხილულ იქნა თანამშრომლობის
გაფართოების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივები.
მასწავლებლებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა,
დაესწრნენ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ გაკვეთილებს და გაეცნენ
პროფესიული მოდულების განხორციელების ევროპულ სტანდარტებს.
აღნიშნული სასწავლო ვიზიტი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს
დაწესებულებებს შორის გაცვლითი და თანამშრომლობითი პროექტების
განვითარების, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისა და სტუდენტების,
მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული
განვითრების მიმართულებით. მიღებული ცოდნა და დამყარებული
პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამედროვე
სტანდარტების დანერგვასა და სასწავლო პროცესის განვითარებას. ამასთან,
ვიზიტი ნათლად ასახავს კოლეჯ „მერმისის“ მიზანმიმართულ სწრაფვას
ინტერნაციონალიზაციისკენ და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო
თანამშრომლობის გაფართოებისკენ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს
სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების
კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
სსიპ კოლეჯი „მერმისი“ გულითად მადლობას უხდის საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისათვის.