მერმისი

პროექტი “იდეათონი”

პროექტი “იდეათონი”

სსიპ კოლეჯის “მერმისი” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “კულინარიის ხელოვნების” პროგრამის სტუდენტები: საბა გრიგალაშვილი და ნიკოლოზ ნამგალაძე მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ საერთაშორისო პროექტში 

“იდეათონი” მონაწილეობდნენ.  ღონისძიება აერთიანებდა სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ ერთად გამოემუშავებინათ ინოვაციური იდეები სხვადასხვა სფეროში.

პროექტი “იდეათონი” განხორციელდა პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით და მხარდაჭერილია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. მისი მიზანი იყო სტუდენტების ინოვაციური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უნარების განვითარება. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის  იდეები, გამოცდილება და დაემყარებინათ საერთაშორისო კონტაქტები.

კოლეჯი “მერმისი” ამაყობს თავისი სტუდენტებით და მათი მონაწილეობით ამ მნიშვნელოვან პროექტში.