მერმისი

ვიზიტი ფინეთში

ვიზიტი ფინეთში

ფინეთში განხორციელებული საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის
ფარგლებში, კოლეჯის ინკლუზიური განათლების
კოორდინატორმა მონაწილეობა მიიღო პროფესიულ შეხვედრებსა და სამუშაო
სესიებში (workshops), რომლებიც მიზნად ისახავდა ფინური პროფესიული
განათლების მოდელის სიღრმისეულ გაცნობას.
ვიზიტის განმავლობაში შესწავლილ იქნა ფინეთის პროფესიული განათლების
სისტემა, მისი სტრუქტურა და მართვის მექანიზმები, ასევე პროფესიული
მასწავლებლების მომზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების
მოდელები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაოზე დაფუძნებული
სწავლების პრაქტიკას, დამსაქმებლებთან თანამშრომლობის ეფექტურ
მოდელებსა და სტუდენტების დასაქმების მხარდაჭერის ინსტრუმენტებს.
ვიზიტი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს ინკლუზიური
პროფესიული განათლების განვითარებისთვის. მიღებული გამოცდილება ქმნის
საფუძველს ფინური მოდელის ანალიზის, ადაპტაციისა და ინკლუზიური
პრაქტიკის გაზიარებისთვის როგორც ჩვენი კოლეჯის, ასევე პროფესიული
განათლების სისტემის გაძლიერების მიმართულებით.